ლუგანოში თავდასხმაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელია
ლუგანოში თავდასხმაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელია

შვეიცარიული მედიის ცნობით, ლუგანოში თავდასხმაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ლა რეგიონე“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ქალი სავაჭრო ცენტრში ორ ადამიანს დაესხა თავს და დანით ჭრილობები მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ცივი იარაღი მაღაზიის დახლიდან მოიპარა. „თავდასხმის დროს ის ყვიროდა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია“, – წერს მედია.

თავდამსხმელის შეჩერება მოქალაქეებმა შეძლეს და შემდეგ ადგილზე პოლიცია მივიდა.

პროკურატურა მომხდარს სავარაუდო ტერორისტულ თავდასხმად მიიჩნევს.