„ლუდოგორეცი“, კიევის და მოსკოვის „დინამოები“, „რანდერსი“ - თბილისელებმა თურქეთში რვა ამხანაგური დაგეგმეს #1TVSPORT
„ლუდოგორეცი“, კიევის და მოსკოვის „დინამოები“, „რანდერსი“ - თბილისელებმა თურქეთში რვა ამხანაგური დაგეგმეს #1TVSPORT

ახალი სეზონისთვის მზადებას „დინამო თბილისი“ 22 იანვრიდან თურქეთში გააგრძელებს. შეკრება ბელეკში ორ ნაწილად – 22 იანვრიდან 2 თებერვლამდე და 5-16 თებერვალს ჩატარდება.

კლუბსი პრესსამსახურის ცნობით, ამ პერიოდშიც დედაქალაქელები რვა ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ, მეტოქეებად კი ძალიან ცნობილი და ძლიერი მეტოქეები შეარჩიეს.

26 იანვარს „დინამო“ უკრაინის პრემიერლიგელ „ლვოვს“ შეეჯიბრება. 29 იანვარს თბილისელებს სპარინგ-მეტოქეობას სერბული სუპერლიგის მეხუთეადგილოსანი კრუშევაცისნაპრედაკი“ გაუწევს, ხოლო პირველ თებერვალს – ბულგარეთის ჩემპიონს და მიმდინარე გათამაშების ლიდერს, რაზგრადისლუდოგორეცს“ შეხვდება. 2 თებერვალს, შეკრების პირველ ეტაპს გუნდი უკრაინის პერშა ლიგის ლიდერ ხარკოვის „მეტალისტთანამხნაგური მატჩით დაასრულებს.

თურქული შეკრების მეორე ნაწილი ასევე ბელეკშია დაგეგმილი. 8 თებერვალს თბილისელები უკრაინის ჩემპიონ კიევის „დინამოს“ შეხვდებიან. 10 თებერვალს გუნდი რუსეთის პრემიერლიგის მეორეადგილოსანს, მოსკოვის „დინამოს“ დაუპირისპირდება. მომდევნო დღეს გუნდი დანიური სუპერლიგის მეხუთეადგილოსანრანდერსთან“ ითამაშებს, ხოლო შეკრებას კახა ცხადაძის გუნდი 15 თებერვალს, უზბეკეთის ჩემპიონ ტაშკენტის „ფახთაქორთან“ მატჩით დაასრულებს.

თურქეთში გასამართი ამხანაგური მატჩების განრიგი:

26.01.2022

დინამო თბილისი – ლვოვი

29.01.2022

დინამო თბილისი – ნაპრედაკი

01.02.2022

დინამო თბილისი – ლუდოგორეცი

02.02.2022

დინამო თბილისი – მეტალისტი ხარკოვი

08.02.2022

დინამო თბილისი – დინამო კიევი

10.02.2022

დინამო თბილისი – დინამო მოსკოვი

11.02.2022

დინამო თბილისი – რანდერსი

15.02.2022

დინამო თბილისი – ფახთაქორი

​„დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, თურქულ შეკრებაზე გასამართი ყველა შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს დინამო თბილისის YouTube არხი შემოგთავაზებთ.