„ლუდოგორეცი“, „ჟალგირისი“, „შახტარი“ და სხვები - მეორე შეკრებაზე „დინამო თბილისის“ ყველა მეტოქე ცნობილია #1TVSPORT
„ლუდოგორეცი“, „ჟალგირისი“, „შახტარი“ და სხვები - მეორე შეკრებაზე „დინამო თბილისის“ ყველა მეტოქე ცნობილია #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ ახალი სეზონისთვის მზადებას თურქეთში განაგრძობს, სადაც მეორე შეკრებაც დაგეგმა. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ჩემპიონი 6 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, გუნდი პირველ შეკრებას 22 იანვარს დაასრულებს, სამდღიანი დასვენების შემდეგ კი საწვრთნელ პროცესს 25 იანვარს ასევე ანტალიაში განაახლებს.

თბილისელები 28 იანვარს ბულგარეთის მოქმედ ჩემპიონს, რაზგრადის „ლუდოგორეცს“ დაუპირისპირდებიან, 1 თებერვალს – ლიეტუვის ჩემპიონს, ვილნიუსის „ჟალგირისს“, ხოლო მომდევნო დღეს – ყაზახეთის პრემიერლიგის მესამეადგილოსანს, კოსტანაის „ტობოლს“.

5 თებერვალს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონი „შკუპი“ იქნება, სადაც გაგი მარგველაშვილი თამაშობს. 8 თებერვალს „დინამო“ კიდევ ერთი ქართველის, გიორგი გოჩოლეიშვილის დონეცკის „შახტარს“ შეხვდება, ხოლო თურქული შეკრება 9 თებერვალს, ლატვიის უმაღლესი ლიგის მეორეადგილოსანთან, „რიგასთან“ მატჩით დასრულდება.

​თურქულ შეკრებაზე დაგეგმილი ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს „დინამო თბილისის“ YouTube-ის არხზე იხილავთ.