ლუჩიანო მოჯი – კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ ოსიმენის გარეშე უჭირთ #1TVSPORT

13:35, 11.04.2023

„ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა მენეჯერმა, ლუჩიანო მოჯიმ ვიქტორ ოსიმენის ტრავმის შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, გუნდსა და ქართველ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას ნიგერიელი შემტევის გარეშე უჭირთ.

„საკმარისად კარგად ვიცნობ „ნაპოლის“, რომელიც ოსიმენის გარეშეც კარგი გუნდია, მაგრამ მასთან ერთად უძლეველი გახლავთ. კვარაცხელიას კი ნიგერიელის პარტნიორობის გარეშე უჭირს“, – განაცხადა ლუჩიანო მოჯიმ რადიო TMW-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ, ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის“ სანაკრებო პაუზის შემდეგ ტრავმირებული დაუბრუნდა და, დიდი ალბათობით, 12 აპრილს „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრას გამოტოვებს.

მსგავსი