ლუჩანო სპალეტის „მილანის“ მომავალ მთავარ მწვრთნელად განიხილავენ
ლუჩანო სპალეტის „მილანის“ მომავალ მთავარ მწვრთნელად განიხილავენ

ლუჩანო სპალეტი „მილანის“ მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, – იუწყება  Corriere dello Sport.

გამოცემის ინფორმაციით, მილანელები გუნდის მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ახალ კანდიდატურას ეძებენ.

მას შემდეგ, რაც რალფ რაგნიკთან მოლაპარაკებები ჩაიშალა, სპალეტი კლუბის ხელმძღვანელობის ახალი ფავორიტია.

ლუჩანო სპალეტი გამოცდილი მწვრთნელია. იტალიელი სპეციალისტი სხვადასხვა დროს სათავეში „რომას“ „ზენიტსა“ და„ინტერს“ედგა.