ლუჩანო სპალეტი - ვინც ამბობს, რომ „მილანთან“ „ნაპოლი“ აშკარა ფავორიტია, არაკომპეტენტურია #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი - ვინც ამბობს, რომ „მილანთან“ „ნაპოლი“ აშკარა ფავორიტია, არაკომპეტენტურია #1TVSPORT

„ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წილისყრაზე, სადაც მისი გუნდი „მილანს“ დაუპირისპირდება და კატეგორიულად უარყო ვარაუდი, რომ მისი გუნდი წყვილში აშკარა ფავორიტია.

„მერჩივნა, იტალიურ გუნდს არ დავპირისპირებოდი. „მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ბოლო დღეებში წავიკითხე, რომ „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მანჩესტერ სიტის“ ამ შეჯიბრებაში წარმატების მისაღწევად გამოცდილება აკლიათ და შეუძლებელია, ეს ფაქტორი არ გაითვალისწინო, „მილანს“ კი უდიდესი გამოცდილება აქვს.

ვინ თქვა, რომ მარტივი მეტოქე შეგვხვდა? ჩვენ შეფასებებში დაბალანსებული უნდა ვიყოთ. ვინც ამბობს, რომ ამ წყვილში „ნაპოლი“ აშკარა ფავორიტია, არაკომპეტენტურია.

ჩვენ კარგად ვიცნობთ „მილანს“, რომელმაც რთული პერიოდი გამოიარა და ახლა ვხედავთ, რომ, მწვრთნელის ოსტატობის წყალობით, მუდმივად პროგრესირებს. რთული მატჩი გველის და ის ​​გაიმარჯვებს, ვინც მოედანზე თამაშს უკეთ „წაიკითხავს“. „მილანი“ ყველა თვალსაზრისით ძალიან სერიოზული მეტოქეა“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.

შეგახსენებეთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი „მილანსა“ და „ნაპოლის“ შორის 12 აპრილს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი – 18 აპრილს.