ლუჩანო სპალეტი - თავბრუ მეხვევა, „ნაპოლის“ მოთამაშეები იტალიის სიამაყეებად გადაიქცნენ #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი - თავბრუ მეხვევა, „ნაპოლის“ მოთამაშეები იტალიის სიამაყეებად გადაიქცნენ #1TVSPORT

„ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „აიაქსთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩის მოგების (4-2) შემდეგ მატჩი და თავისი მოთამაშეები შეაფასა.

„ასეთ სტადიონზე ასეთი აპლოდისმენტებისგან ხანდახან თავბრუ მეხვევა. ვხედავ მაყურებელი ტაშს უკრავს ჩვენს ვარსკვლავებს – ბიჭები მთელი ქვეყნის სიამაყეებად გადაიქცნენ. ჩვენს ფეხბურთელებს მოგების დიდი სურვილი ჰქონდათ.

ამ შეჯიბრში მონაწილეობა სხვანაირად არ შეიძლება, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგაა და მოდუნებას არავინ გაპატიებს. როგორც კი ტემპი შენელდება, ისჯები და დღეს „აიაქსმა“ ეს გააკეთა, რადგან ხარისხიანი გუნდია.

ფეხბურთში აღარ არსებობს სქემები, მნიშვნელოვანია, რომ შეგვეძლოს ხარვეზების ამოცნობა, დაცვაში შეღწევა, გამბედაობა, რომ ყოველთვის დაიწყო მოქმედება, ჩემპიონთა ლიგამ აჩვენა, რომ თუ შენელდები, მაშინვე მეტოქე შენი მეკარის წინ აღმოჩნდება.

ოსიმენმა ზუსტად არ იცოდა რა მდგომარეობაში იყო, ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა, ამიტომ ცოტა უცნობი იყო მისი მდგომარეობა. შეიძლება ჯერ ფორმაში არაა. მაგრამ ამ პოზიციაზე რასპრადორის გამოყენებაც გვინდა“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.