ლუჩანო სპალეტი სერია A-ს წლის საუკეთესო მწვრთნელია #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი სერია A-ს წლის საუკეთესო მწვრთნელია #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი „ნაპოლი“ კიდევ ერთ ჯილდოს ზეიმობს – ლუჩანო სპალეტი სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის მწვრთნელად დასახელდა, – ინფორმაცია სერია A-ს სოციალურმა მედიამ გაავრცელა.

„სპალეტიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სკუდეტოს ნეაპოლში დასაბრუნებლად, გუნდის ბოლო ტრიუმფიდან 33 წლის შემდეგ“, – ნათქვამია სერია A-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

დაჯილდოების ცერემონიალი „სამპდორიასთან“ კვირის მატჩამდე გაიმართება, რაც ასევე იქნება სპალეტის ბოლო მატჩი „ნაპოლის“ სათავეში, როგორც მანამდე გუნდის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა.

გამარჯვებული ჟიურიმ შეარჩია, რომელიც შედგებოდა სპორტული გაზეთების რედაქტორებისგან. ისინი აფასებდნენ მწვრთნელებს სპორტული შედეგების, მათი გუნდების შესრულების ხარისხისა და მოედანზე მათ ქცევის მიხედვით.

სპალეტი განსაკუთრებული სეზონისთვის სერია A-ს გენერალურმა მენეჯერმა, ლუიჯი დე სიერვომ შეაქო:

„ნეაპოლელთა ისტორიული მესამე სკუდეტო მარადონას წარმატებიდან 33 წლის შემდეგ, არის მწვრთნელის განსაკუთრებული უნარის, მაღალკვალიფიციურობისა და ქარიზმატული პიროვნული თვისებების შედეგი“.