ლუჩანო სპალეტი პრესკონფერენციაზე ატირდა - მადლობა ღმერთს, ნეაპოლელებს ეს ბედნიერება მივანიჭე #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი პრესკონფერენციაზე ატირდა - მადლობა ღმერთს, ნეაპოლელებს ეს ბედნიერება მივანიჭე #1TVSPORT

„ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმსკუდეტოს“ მოგების შემდეგ პრესკონფერენციაზე ემოციები ვერ დამალა.

„იტალიის ჩემპიონობა დიდი სიხარულია. ღიმილიანი, ბედნიერი ნეაპოლელების ნახვა ყველაზე დიდი განცდაა. ისინი ამ სიხარულით შეძლებენ რთული ცხოვრებისეული მომენტების გადალახვას. მადლობა ღმერთს, ნეაპოლელებს ეს ბედნიერება მივანიჭე.

ნეაპოლში იმიტომ ჩავედი, რომ გამარჯვებები მოგვეპოვებინა. ეს აუცილებელია, რადგან ამ ქალაქში ნახეს დიდი მწვრთნელები და შესანიშნავი ფეხბურთელები. საზოგადოებას ახსოვს დიეგო მარადონას ეპოქა და ძნელია მათთვის იმის თქმა, რომ მესამე ადგილი დავიკავეთ, როგორც ეს შარშან მოხდა.

მოვახერხე ფეხბურთელებისგან მაქსიმუმი მიმეღო, მათ გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოვუყალიბე. „ნაპოლიშიმუშობდნენ რაფაელ ბენიტესი, კარლო ანჩელოტი, მაურისიო სარი, ჯენარო გატუზო, რომელმაც იტალიის თასი მოიგო. მხოლოდ „სკუდეტოსთვის“ უნდა მებრძოლა, თორემ სხვანაირად აქ დარჩენის შანსი არ მექნებოდა.

ოსიმენი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ამავე დროს გულიანი და ხალისიანი ბიჭია. ბურთის დანახვისას პატარა ბავშვს ჰგავს, ყველა მიმართულებით მისდევს. ის არის ადამიანი, რომელმაც „ნაპოლის“ ჩემპიონობისთვის ბევრი რამ გააკეთა. გადამწყვეტი გოლის გატანა, რომელმაც „სკუდეტო“ მოგვიტანა, ამ ყველაფრისთვის ჯილდოა.

ამ გამარჯვებას ვუძღვნი ფეხბურთელებს, რომლებიც ამ ბედნიერებას იმსახურებენ; მთელ ნეაპოლს და ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ჩემს ძმას – მარჩელოს“, – ასე დაამთავრა საუბარი აცრემლებული თვალებით სპალეტიმ, რომლის ძმა – მარჩელო ოთხი წლის წინ გაუჩინარდა.