ლუჩანო სპალეტი - ოსიმენი და კვარაცხელია საქმეს მიადვილებენ #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი - ოსიმენი და კვარაცხელია საქმეს მიადვილებენ #1TVSPORT

„ნაპოლის“ მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ „კრემონეზესთან“ მატჩამდე, რომელიც 12 თებერვალს 23:45-ზე „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართება, პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისირებაზე ისაუბრა.

„ჩემპიონთა ლიგაზე მომავალ მატჩზე თუ ვფიქრობ? არა, რადგან ხვალინდელ თამაშზე უნდა ვიფიქროთ. ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. „კრემონეზემ“იტალიის თასიდან გამოგვაგდო, კლასი აქვთ და ამიტომ მათთან მობილიზებულები უნდა ვიყოთ.

ჩემპიონატში „კრემონეზე“ დიდი ანგარიშით (4:1) დავამარცხეთ, მაგრამ ახლა ფრთხილად უნდა ვიყოთ. მათ იციან, თავი როგორ დაიცვან. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ყველას ყურადღება ამ მატჩისკენ იქნება მიპყრობილი და ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერა გვჭირდება.

მჯერა ჩემი ფეხბურთელების პროფესიონალიზმის, რომლებიც კარგად ასრულებენ თავიანთ საქმეს. გუნდში კარგი ატმოსფეროა, რაც ყოველ ვარჯიშზე იგრძნობა. ჩვენი თამაშების დროს ტრიბუნებზეც შესანიშნავი განწყობაა.

კარგად ვთამაშობთ, მაგრამ შეგვიძლია, კიდევ უფრო კარგად ვითამაშოთ. ვმუშაობ გამორჩეულ მოთამაშეებთან, რომლებსაც აქვთ პიროვნული ღირსებები. მაგალითად, ოსიმენი და კვარაცხელია საქმეს მიადვილებენ“, – ამბობს ლუჩანო სპალეტი.