ლუჩანო სპალეტი - მოურინიოს არ ვუპასუხებ, „რომასთან“ დამსახურებულად გავიმარჯვეთ #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი - მოურინიოს არ ვუპასუხებ, „რომასთან“ დამსახურებულად გავიმარჯვეთ #1TVSPORT

ლუჩანო სპალეტიმ „რომასთან“ „სტადიო ოლიმპიკოზე“ გამართული მატჩი შეაფასა, რომელიც სამხრეთელებმა ვიკტორ ოსინემის შესანიშნავი გოლით 1:0 მოიგეს.

„მოურინიოს ნათქვამზე არ მინდა კომენტარის გაკეთება. მირჩევნია, თამაშის ანალიზი გაგიზიაროთ. მათი დაცვა რთული განლაგებით დადგა, რომელიც მარტივი დასაძლევი არ იყო. მაგრამ ჩვენ შევქმენით ორი-სამი საგოლე მომენტი, არც ერთხელ არ მოვექეცით მათი გავლენის ქვეშ, რაშიც „რომა“ ძალიან კარგია.

ჩვენ გვჭირდება ოსიმენი გოლებისთვის, რადგან უეცარი აჩქარება მხოლოდ მას აქვს. როცა ემოციებშია, კიდევ უფრო ძლიერდება. ხანდახან მარტო წასვლა უნდა, რადგან ფიზიკურად ძლიერია და ჩვენ ეს გვჭირდება. დაცვაში კუთხურების დროსაც კი გვეხმარებოდა და ამიტომაც გვჭირდება.

მოედნის ყველა მონაკვეთში „რომას“ ხაფანგები იყო, მაგრამ მოთამაშეთა ოსტატობის გამო ეს ბარიერები დავძლიეთ“, – აცხადებს ლუჩანო სპალეტი.

ნაპოლიმ“ ყველა ტურნირში ზედიზედ მეთერთმეტე მოგება იზეიმა, სერია A-ში კი 11 ტურის შემდეგ 29 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა.