ლუჩანო სპალეტი - კვარაცხელიას ჯერ კიდევ არ უჩვენებია, როგორი ფეხბურთელია #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი - კვარაცხელიას ჯერ კიდევ არ უჩვენებია, როგორი ფეხბურთელია #1TVSPORT

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა „მონცასთან“ მოგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და სანამ თამაშს შეაფასებდა, კვარაცხელიაზე ისაუბრა. ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ ხვიჩა საკუთარ შესაძლებლობებს ჯერ კიდევ ბოლომე ვერ ავლენს.

„კვარაცხელია? ის მაინც ძალიან დიდ ზეწოლას განიცდის და როგორც კი ამ წნეხს მოიშორებს, შემდეგ გაჩვენებთ, რეალურად როგორი ფეხბურთელია. რაც აქამდე გააკეთა, ესეც უკვე საკმარისია კვარას გასაცნობად, მაგრამ მეტის გაკეთება შეუძლია.

– კვარაცხელიამ დღეს თავი შესანიშნავად გამოავლინა, სასტარტო მატჩში გოლს და საგოლე გადაცემას კიდევ ორი გოლი დაუმატა. ის არის ნამდვილი მაღალი კლასის მოთამაშე, კარგი პროფესიონალი და კარგი ბიჭი. მას მოწინააღმდეგეებთან თამაში ასეთი ხერხი აქვს და იცის გოლის გატანა, შეუძლია დაარტყას მარჯვენა და მარცხენა ფეხით. მაგრამ ის ახალ კლუბში ჯერ კიდევ ძალიან დიდ ზეწოლას განიცდის. მან იცის, რომ სჭირდება ისეთი მომთხოვნი გულშემატკივრების გართობა, როგორიც „ნაპოლის“ ფანები არიან. ეს ზეწოლის დაძლევაში დაეხმარება“, – განაცხადა სპალეტიმ.

მონცასთან“„ნაპოლიმ“ 4:0 მოიგო და ორი ტურის შემდეგ 6 ქულა დააგროვა. ხვიჩა კვარაცხელია კი 2 ტურში 3 გოლით სერია ა-ს ბომბარდირებში დაწინაურდა. საქართველოს ნაკრების ლიდერის ანგარიშზე ასევე ერთი საგოლე გადაცემაა.