ლუჩანო სპალეტი - კვარაცხელია უმატებს, ის პროფესიონალია #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი - კვარაცხელია უმატებს, ის პროფესიონალია #1TVSPORT

„ნაპოლის“ მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ლილთან“ „სტადიო მარადონაზე“ გამართული ამხანაგური მატჩის (1:4) შემდეგ გუნდის მდგომარეობაზე Sky Sport-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

– რამდენიმე სათამაშო მოქმედება უკეთესად უნდა შესრულდეს. თუმცა ჩვენ მზადებას რომ დავასრულებთ, გუნდმა მოედანზე მაღალი პრესინგის განხორციელება უნდა შეძლოს, რაც ასეთი თამაშით რთული ხდება. გავუშვით ორი გოლი, რომელიც არ უნდა გაგვეშვა.

– ასეთი თამაშით შეიძლება ფეხბურთელებს ჩემპიონობის იმედი ჰქონდეთ?

– არ მესმის, როგორ შეიძლება ასეთი გამოთვლების გაკეთება. ჩვენ ყოველთვის სწრაფად უნდა ვითამაშოთ. შეიძლება, ახლა ისე არ ვთამაშობთ, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ ამისკენ მივდივართ და ადრე თუ გვიან სასურველ მდგომარეობას მივაღწევთ. საამისოდ ყველამ რაღაც უნდა გავცეთ და მზადება ასე დავასრულოთ.

– დე ლაურენტისის გასახდელში ყოფნაზე რას იტყვით?

– ის მატჩზე წარბშეკრული იყო. მაგრამ გაუძლო და ყველაფერი საუკეთესო გვისურვა. შემდეგ ახსნა კლუბთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, აგვიხსნა, საშობაო ვახშამს რატომ არ მართავს.

– კვარაცხელიას ნამდვილი შესაძლებლობის გამოვლენამდე ბევრი აკლია?

– ის უმატებს. სათამაშო დროს ვაძლევ, რადგან შესანიშნავი პროფესიონალია და მხოლოდ უნდა იშრომოს.

– შეუძლია თუ არა „ნაპოლის“ იანვარში თამაშის გაუმჯობესება?

– ჩვენ უკვე ვთქვით. ჯუნტოლი ჭკვიანი და ყურადღებიანია, თავის საქმეს აკეთებს. სულ ფიქრობს და ვითარების წინასწარ განჭვრეტას ცდილობს, მაგრამ საკადრო თვალსაზრისით ჩვენთან ყველაფერი კარგადაა. ახლა რაჰმანი და კვარაცეხელიაც დაგვიბრუნდნენ. თუ არავის დავიმატებთ, ამასაც არა უშავს, მაგრამ თუ შესაძლებლობა გაჩნდება, ჯუნტოლი ტრანსფერისას ფრთხილად იქნება.