ლუჩანო სპალეტი - კვარაცხელია „უდინეზესთან“ არ ითამაშებს, ის თავს ისევ შეუძლოდ გრძნობს #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი - კვარაცხელია „უდინეზესთან“ არ ითამაშებს, ის თავს ისევ შეუძლოდ გრძნობს #1TVSPORT

სერია A-ს მე-15 ტურის მატჩში, „უდინეზეს“ წინააღმდეგ, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ კვლავ ვერ დაეხმარება, რადგან ის ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა – ამის შესახებ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნაპოლი“-„უდინეზეს“ მატჩი 12 ნოემბერს, შაბათს, 18:00 საათზე „სტადიო მარადონაზე“ გაიმართება. „ნაპოლი“ ჩემპიონატს დაუმარცხებლად ლიდერობს, ხოლო „უდინეზე“ მე-8 ადგილზეა და 3 ოქტომბრის შემდეგ არ მოუგია.

„კვარაცხელია „უდინეზესთან“ არ იქნება. ის ჯერჯერობით, თავს კარგად მაინც ვერ გრძნობს – დატვირთვების ფონზე ზურგის ტკივილი აწუხებს. რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვართ, მაგრამ ბოლო თამაშებმა აჩვენა, რომ ჩვენ ვართ გუნდი და არა ინდივიდუალისტების კრებული. გვინდა, რომ კვარა მალე დაბრუნდეს, მაგრამ ჩვენი გუნდის ყველა მოთამაშეს შესანიშნავი თვისებები აქვს. ისინი გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებენ“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.