ლუჩანო სპალეტი - კვარაცხელია ემოციურია, ის კიდევ მოუმატებს [ვიდეო] #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი - კვარაცხელია ემოციურია, ის კიდევ მოუმატებს [ვიდეო] #1TVSPORT

ვერონასთან“ მოგების შემდეგ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თამაში შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, რომელმაც სადებიუტო მატჩში გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ეს ის შეხვედრა არაა, რომ ვთქვათ, როგორი იქნება ჩვენი მომავალი. მოვიგეთ, მაგრამ შეგვეძლო უკეთესად გვეთამაშა. ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ხარისხს. ფეხბურთელები ძალიან კარგები არიან, ეს მოგება მათი დამსახურებაა, რადგან ისინი კარგად ემზადებოდნენ ამ მატჩისთვის“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.

„ნაპოლის“ მწვრთნელმა „ვერონასთან“ სტუმრად 5:2 მოგების შემდეგ კვარაცხელიას გოლსა და პასზე ისაუბრა: „ხვიჩა დაუფიქრებლად შევიდა ბრძოლებში, რაც შეიძლებოდა გუნდისთვის ნაპერწკალი ყოფილიყო. მაგრამ სრულფასოვანი ფეხბურთელია, მშვენიერი გოლი გაიტანა. მერე კუნთების მცირე დაჭიმვა იგრძნო, დებიუტით აღელვებული იყო. ის ძალიან მოუმატებს“.

სპალეტის კითხვა დაუსვა ქართველმა ჟურნალისტმა სალომე ხარატიშვილმა, რომელიც „ლელოსთან” თანამშრომლობს:

კვარა ზედმეტად ემოციურია და ეს ეტყობოდა კიდეც. ფიზიკურად კიდევ უნდა მომწიფდეს და ბრძოლაში კიდევ უფრო მეტი ძალა გამოავლინოს. ველოდი თუ არა სადებიუტო მატჩში მისგან გოლს და საგოლე პასს? ჩვენ სწორედ ამისთვის მოვიყვანეთ გუნდში, რაც დაგვანახა კიდეც. ეს კი კარგია ჩვენთვის და ასევე თქვენთვის! გასაოცარი ქვეყანა ხართ! ყოჩაღ“.