ლუჩანო სპალეტი - ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი მარადონას სტილში გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი - ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი მარადონას სტილში გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ იტალიის სერია A-ში „სტადიო დიეგო მარადონაზე“ „ატალანტასთან“ მოგებული მატჩი (2:0) შეაფასა და ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე გოლზე ისაუბრა.

„ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის ვარსკვლავები, რომლებიც საშუალებას მოგვცემენ, განვიცადოთ დაუვიწყარი მომენტები. უნდა ისწავლო ფეხზე მყარად დგომა და თამაში. წელს „ატალანტა“ მებრძოლი გუნდია, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომ მივულოცოთ ფეხბურთელებს გამარჯვება.

მეჩვენება, რომ კვარაცხელიას შექება თამაშის ხარისხის გამო უფრო მნიშვნელოვანია. ის მეკარესთან ახლოს ორჯერ გამოჩნდა და, შეიძლება ითქვას, გოლი მარადონას სტილში გაიტანა. სისწრაფეში ბურთთან მისი ყოველი შეხება მიუთითებს, რომ ასეთ დროს შეუჩერებელი ხდება.

პირველ ტაიმში ჩვენ ძალიან არეულად ვთამაშობდით. მეორე ტაიმში ხარისხი გამოსწორდა. როდესაც ამ ყველაფერს ლამაზი გოლი ემატება, ეს არის შოუ. ჩემს კარიერაში ბევრი კარგი გუნდი მყავდა, წლების განმავლობაში ასევე ვთამაშობდით შესანიშნავ თამაშებს, მაგრამ ამ გამარჯვებით განსაკუთრებულად ბედნიერი ვარ​“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.