ლუჩანო სპალეტი იტალიის ჩემპიონატის იანვრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი იტალიის ჩემპიონატის იანვრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი იტალიის ჩემპიონატის იანვრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

იანვარში სპალეტის ხელმძღვანელობით „ნაპოლიმ“ მხოლოდ ერთი მატჩი წააგო „ინტერთან“ (0:1), შემდეგ კი დაამარცხა „სამპდორია“ (2:0), „იუვენტუსი“ (5:1), „სალერნიტანა“ (2:0), „რომა“ (2:1).

იტალიის თასზე „კრემონეზესთან“ პენალტების სერიაში წაგება მხედველობაში არ მიიღება, ვინაიდან საუკეთესო მხოლოდ სერია A-ში ჩატარებული თამაშებით ითვლება, სადაც სპალეტის საუკეთესო მაჩვენებლები აქვს.

იტალიის ჩემპიონატს 20 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 53 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „ინტერს“ 13 ქულით უსწრებს.

63 წლის სპალეტი საუკეთესო მწვრთნელად ოქტომბერშიც დასახელდა.