ლუჩანო სპალეტი - იტალიას აქვს შიში ჩრდილოეთ მაკედონიასა და უკრაინასთან მატჩების წინ #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი - იტალიას აქვს შიში ჩრდილოეთ მაკედონიასა და უკრაინასთან მატჩების წინ #1TVSPORT

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა ევრო 2024-ის შესარჩევში ჩრდილოეთ მაკედონიასა და უკრაინასთან გადამწყვეტი მატჩების წინ.

„ვის ვუფრთხით ყველაზე მეტად – ჩრდილოეთ მაკედონიას თუ უკრაინას? შიში არსებობს, მაგრამ მას ერთად ვუმკლავდებით. ინგლისთან მატჩში ბევრი დადებითი დავინახე და უკუნ სიბნელეში არ ვყოფილვართ.

ჩვეულებრივ, ჩვენ, ყველას გვჩვევია მეხსიერებიდან დამარცხების წაშლა, მაგრამ იმ მატჩის ზოგიერთ მომენტში ბევრი კარგი რამ მოხდა, რაც განწყობას ამაღლებს“, – მოჰყავს სპალეტის სიტყვები Sky Sport Italia-ს.

C ჯგუფის დარჩენილი მატჩების განრიგი და გათამაშების ცხრილი

IX ტური. 17 ნოემბერი

ინგლისი-მალტა

იტალია-მაკედონია

 

X ტური. 20 ნოემბერი

მაკედონია-ინგლისი

უკრაინა-იტალია

 

1. ინგლისი 6 5 1 0 19-3 16
2. უკრაინა 7 4 1 2 11-8 13
3. იტალია 6 3 1 2 11-7 10
4. მაკედონია 6 2 1 3 7-14 7
5. მალტა 7 0 0 7 2-18 0