ლუჩანო სპალეტი ჩილეს ნაკრებს არ ჩაიბარებს – მას კონტრაქტი „ინტერთან” აკავშირებს

16:26, 05.01.2021

იტალიელი ფეხბურთის სპეციალისტი ლუჩანო სპალეტი უახლოეს მომავალში ჩილეს ნაკრებს არ უთავკაცებს. Fcinternews.it-ის ინფორმაციით, 61 წლის სპალეტიმ ჩილეს ფეხბურთის ფედერაციას შეთავაზებაზე უარი განუცხადა.

წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი არ აპირებს რომელიმე გუნდს ჩაუდგეს სათავეში, სანამ მას „ინტერთან” კონტრაქტი არ ამოეწურება. სპალეტის მილანურ კლუბთან ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება, კონტრაქტის თანახმად იგი წელიწადში ხუთ მილიონ ევროს იღებს.

მსგავსი