ლუჩანო სპალეტი - ჩემპიონობამდე რამდენიმე მეტრი დაგვრჩა, რაც ყველაზე რთული გასავლელია #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტი - ჩემპიონობამდე რამდენიმე მეტრი დაგვრჩა, რაც ყველაზე რთული გასავლელია #1TVSPORT

„ნაპოლი“ „უდინეზესთან“ იტალიის ჩემპიონატის მატჩის ჩასატარებლად ემზადება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მოახლოებული ჩემპიონობის შესახებ ისაუბრა.

„ვიცოდი, რომ საქმე მაღალი დონის ფეხბურთელებთან მქონდა. მოკლე დროში მათ შესანიშნავი თვისებები და ხასიათი გამოავლინეს. ახლოს ვართ წარმატებასთან, რომლითაც ჩვენი ქომაგები გაიხარებენ. ჩემპიონობამდე რამდენიმე მეტრი დაგვრჩა, რაც ყველაზე რთული გასავლელია.

გულშემატკივარი ზეიმს „სალერნიტანასთან“ მატჩის შემდეგ აპირებდა და სამწუხაროა, რომ ის არ შედგა. „ნაპოლი“ მათი ბედნიერებით იკვებება. ვგრძნობთ, ქომაგების გუნდისადმი დამოკიდებულება შეცვლილია. ყველა „პარტენოპეის“ ფერებშია და დღესასწაულის ხასიათზეა, აქ მოსვლისას სწორედ ამაზე ვოცნებობდი.

„ნაპოლი“ სერია C-დან მოდის, საჩემპიონო სვლა კი 2022 წლის მეორე ნახევრიდან დავიწყეთ. ამაში წვლილი იმ მოთამაშეებმაც შეიტანეს, რომლებიც გუნდში აღარ არიან – ინსინიემ, კულიბალიმ და მერტენსმა. მათ ბევრი რამ მოგვცეს.

„უდინეზე“ მუდამ აქტიურად უტევს, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამ გუნდში კარიერის მანძილზე ორჯერ ვმუშაობდი და ჩემს განვითარებაში ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მოხარული ვარ, რომ ბევრ ნაცნობთან მომიწევს შეხვედრა“, – ამბობს ლუჩანო სპალეტი.