რუსეთი საქართველოსგან თაღლითობაში ბრალდებული დეპუტატების გადაცემას ითხოვს
რუსეთი საქართველოსგან თაღლითობაში ბრალდებული დეპუტატების გადაცემას ითხოვს

რუსეთის გენერალური პროკურატურა საქართველოსგან ნიჟნი ნოვგოროდის დეპუტატების, ვლადიმირ და ალექსანდ გლუშკოვების გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურში განაცხადეს.

უწყების ცნობით, ძმები გლუშკოვები თაღლითობასა და კორუფციაში არიან ბრალდებულები. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს შესაბამისი მოთხოვნით უკვე მიმართა.

ვლადიმერ და ალექსანდრ გლუშკოვები ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის რაიონული საკანონმდებლო ორგანოების დეპუტატები არიან. მათზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. რუსული მედიის ცნობით, ისინი საქართველოში აგვისტოში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2015 წლის ივლისში ალექსანდრ გლუშკოვმა თავისი ძმის შუამავლობით სამშენებლო ფირმის ხელმძღვანელისგან მიიღო ქრთამი ექვსი მილიონი რუბლის ოდენობით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის სანაცვლოდ. ამას გარდა, 2013-2016 წლებში ძმებმა გლუშკოვებმა სხვა პირებთან ერთად ავტოსადგურის კომპლექსის რეკონსტრუქციის საბაბით აღნიშნულ ტერიტორიაზე ორსართულიანი სავაჭრო ცენტრის შენობა ააშენეს.