ლოთარ მათეუსმა მესისა და მარადონას შედარება არ ისურვა
ლოთარ მათეუსმა მესისა და მარადონას შედარება არ ისურვა

მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილმა მოთამაშე ლოთარ მათეუსმა ინტერვიუ მისცა არგენტინულ გაზეთ „ნასიონს“, რომელშიც ლიონელ მესისა და მარადონას შესახებ ისაუბრა.

„ვერ ვიჯერებ, რომ მესის შეიძლება არგენტინაში ვინმე აკრიტიკებდეს. თუ თქვენ ის არ მოგწონთ, ჩამოვიდეს გერმანიაში. ჩვენ მას ხელგაშლილები დავხვდებით ნებისმიერ დროს და პასპორტსაც მივცემთ. დისკუსია იმის შესახებ, ლიონელ მესი სჯობს თუ მარადონა? არგენტინას გაუმართლა, რომ ისტორიაში ორი უდიდესი ფეხბურთელი ჰყავს. რა მნიშვნელობა აქვს, რომელია უკეთესი?“ – ამბობს მათეუსი.

შეგახსენებთ, რომ მათეუსმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 1980-2000 წლებში ითამაშა და 2018 წლამდე ერთადერთი ფეხბურთელი იყო მსოფლიოში, რომელსაც მონაწილეობა ხუთ მსოფლიო ჩემპიონატში მიუღია (1982, 1986, 1990, 1994, 1998). 2018 წელს ეს რეკორდი მექსიკელმა რაფაელ მარკესმა გაიმეორა.

დატოვე კომენტარი