ლოთარ მათეუსი – მიხარია ბრაზილიის გავარდნა #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ლოთარ მათეუსმა კომენტარი გაუკეთა მსოფლიო ჩემპიონატიდან ბრაზილიის ნაკრების გავარდნას. კარლო ანჩელოტის გუნდი 1/8-ფინალში 1:2 დამარცხდა ნორვეგიასთან.
„მიხარია, რომ ბრაზილია გავარდა. აღარ შემეძლო მათი წუწუნისა და ჟესტების მოთმენა.
იმის ნაცვლად, რომ პენალტი სწრაფად დაერტყა, ნეიმარი მეკარესთან კამათობდა დარტყმამდე და დარტყმის შემდეგ. ასეთი საქციელი აჩვენებს, რომ ის თავის ეგოს გუნდის წარმატებაზე მაღლა აყენებს.
მაგალითად, საფრანგეთის ნაკრების შემთხვევაში ყველაფერი სულ სხვანაირადაა.
ისეთი სუპერვარსკვლავებიც კი, როგორებიც არიან კილიან მბაპე და უსმან დემბელე, მიხვდნენ, რომ წარმატება მიიღწევა მხოლოდ გუნდური შერწყმულობის წყალობით. ისინი სრულად დაიხარჯნენ პარაგვაისთან მატჩში“, – განაცხადა ლოთარ მათეუსმა.