ლოსკოვმა კვირკველია გააკრიტიკა - ის ცოტა ზარმაცია და საქმეს სერიოზულად უნდა მიუდგეს
ლოსკოვმა კვირკველია გააკრიტიკა - ის ცოტა ზარმაცია და საქმეს სერიოზულად უნდა მიუდგეს
მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა დმიტრი ლოსკოვმა მოულოდნელი და არც ისე სასიამოვნო განცხადება გააკეთა. მან კლუბის ერთ-ერთ ლიდერზე, საბა კვირკველიაზე განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში თამაში გაუჭირდება.
დმიტრი ლოსკოვმა კომენტარი საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” ცენტრალურ მცველის მიმართ ევროპული კლუბებით დაინტერესებაზე გააკეთა, რადგან გავრცელებული ცნობებით, 27 წლის ფეხბურთელს ინგლისში იწვევენ.
„ჩემი აზრით, საბა ინგლისისთვის მზად არაა. საკუთარი თავისადმი უფრო მომთხოვნი უნდა იყოს და ვარჯიშისადმი სხვაგვარი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. ის ცოტა ზარმაცია, ამიტომ ფეხბურთს უფრო სერიოზულად უნდა მიუდგეს. რუსეთის პრემიერლიგაში მას საშუალებას აძლევენ, სისწრაფის ხარჯზე, პოზიციური შეცდომების გამოასწოროს. ზოგჯერ მგონია, რომ მას ვარდნაში ბურთის ართმევა ძალიან მოსწონს“ – ამბობს ლოსკოვი.
შეგახსენებთ, რომ საბა კვირკველია მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი 2017 წელს გახდა და გუნდთან ერთად რუსეთის ჩემპიონი და თასის (ორჯერ) მფლობელი გახდა.
ძნელია სათქმელია, ლოსკოვის ეს კომენტარი რუსეთ-საქართველოს ბოლო დღეებში გაუარესებული ურთიერთობების შედეგია თუ სხვა რამის. მაგრამ ფაქტია – არც ერთ ევროპულ კლუბში საკუთარ ლიდერზე ასე არ ლაპარაკობენ.