ლოსანოს გოლმა მეხიკოში ხელოვნური მიწისძვრა გამოიწვია

21:44, 17.06.2018

სამხრეთ ამერიკელებმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი გერმანია მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს და გოლის გატანისას მექსიკის დედაქალ მეხიკოში საოცრება ხდებოდა.

„პეესვეს“ ვარკვლავმა, ჰირვინგ ლოსანომ გოლი 35-ე წუთზე გაიტანა და ხუან კარლოს ოსორიოს გუნდი წინ გაიყვანა, რასაც „ლუჟნიკი სთედიუმზე“ მექსიკელი გულშემატკივრების ოვაციები მოჰყვა.

სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრის ემოციები ნამდვილად ფერმკრთალდება იმასთან შედარებით, რაც მექსიკის დედაქალაქში ხდებოდა. ქვეყნის მთავრობა გვატყობინებს, რომ გოლის გატანისას ფანების სიხარულმა მეხიკოში მიწისძვრა გამოიწვია.

 

https://twitter.com/SIMMSAmex/status/1008374780351967233

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვებით მექსიკა „F“ ჯგუფის ლიდერი გახდა.

მსგავსი