„ლოს ანჯელესმა“ ვეტერანი რუსი ვარსკვლავი მოიშორა

17:21, 17.12.2019

ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა „ლოს ანჯელესმა“ შემადგენლობიდან დაითხოვა რუსი ფორვარდი ილია კოვალჩუკი.

„კოვალჩუკმა დატოვა გუნდი. ის შეყვანილია თავისუფალი აგენტების სიაში და მალე მასთან კონტრაქტს გაწყვეტენ“, – წერია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა რუსმა „ლოს ანჯელესთან“ კონტრაქტი გასული წლის ზაფხულში გააფორმა. ამ სეზონში მან „კინგზის“ რიგებში 17 მატჩი ჩაატარა და ცხრა ქულა დააგროვა – სამი გოლი და ექვსი შედეგიანი პასი.

მსგავსი