ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიადა 14-31 ივლისს გაიმართება - ცნობილია თამაშების განრიგი #1TVSPORT
ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიადა 14-31 ივლისს გაიმართება - ცნობილია თამაშების განრიგი #1TVSPORT

გამოქვეყნდა ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშების განრიგი.

12 ივლისს გაიმართება პირველი საკვალიფიკაციო სტარტები: ბალახის ჰოკეიში, რაგბი 7-ში, კალათბურთში, წყალბურთში, ხელბურთში, კრიკეტსა და ფეხბურთში.

პირველ მედლებს გაათამაშებენ 15 ივლისს ტრიატლონში. ასევე, ამ დღეს ჩემპიონები გაირკვევა ფარიკაობაში, ძიუდოში, მძლეოსნობაში, რაგბი 7-ში, ტყვიის სროლასა და ნიჩბოსნობის სლალომში.

ბოლო სათამაშო დღე იქნება 30 ივლისი. თამაშების ბოლო ჩემპიონები გამოვლინდებიან კრივში, ჭიდაობაში, მძლეოსნობაში, ველოსპორტში (ტრეკი), ცურვაში, ფრენბურთსა და კალათბურთში.

გახსნის ცერემონია გაიმართება 14 ივლისს, ოლიმპიადა დაიხურება 31 ივლისს.