„ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა“ ჯარედ დადლი დაიმატა
„ლეიკერსში“ დიდი ცვლილებების პერიოდი დადგა. ლოსანჯელესურმა გუნდმა უკვე განახორციელა ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი და ენტონი დევისი დაიმატა. ამჟამად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ხელმძღვანელობა კავაი ლეონარდის გადმობირებას ცდილობს.
მანამდე კი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ „ლეიკერსმა“ კიდევ ერთი კალათბურთელი დაიმატა. „ბრუკლინ ნეთსის“ აწ უკვე ყოფიული ფორვარდი ჯარედ დადლი მომავალი სეზონიდან სწორედ „ლეიკერსში“ ითამაშებს. დადლი „ლეიკერსთან“ ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ამ დროის მანძილზე $2.6 მილიონ დოლარს მიიღებს.
Free agent Jared Dudley has agreed to a one-year, $2.6M deal with the Los Angeles Lakers, agent Mark Bartelstein of @PrioritySports tells ESPN.
— Adrian Wojnarowski (@wojespn) 2 July 2019