„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ სარეკორდო 12 მილიარდ დოლარად გაიყიდა #1TVSPORT

07:57, 13.08.2026

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კლუბი „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ სარეკორდო თანხად გაიყიდება, რომელიც 12 მილიარდ დოლარს აჭარბებს, – იტყობინება ESPN-ი. ლეგენდარული კლუბის ახალი მფლობელები იქნებიან ამერიკელი ბიზნესმენები – The Walt Disney Company-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ბობ აიგერი და ინვესტორი ჯოშ კუშნერი.

ეს გარიგება „ლეიკერსს“ აქცევს ყველაზე ძვირად ღირებულ სპორტულ კლუბად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში.

უფრო ადრე აიგერი და კუშნერი მონაწილეობდნენ NBA-ს შესაძლო გაფართოებისა და ლას ვეგასში ახალი გუნდის შექმნის პროცესში, მაგრამ საბოლოოდ მოქმედი კლუბის შეძენაზე გადაერთნენ.

მსგავსი