„ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ რეგულარულ სეზონში მე-13 მატჩი წააგო (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გრძელდება რეგულარული სეზონი. „დენვერმა“ საკუთარ არენაზე „კლიპერსს“ უმასპინძლა და მეტოქეს 114-104 სძლია.

მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ნიკოლა იოკიჩმა. სერბმა ვარსკვლავმა 20 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. მის აქტივში ასევე 6 პასია. ჯამალ მიურეიმ „ნაგეთსს“ 19 ქულა შესძინა.

სტუმართა რიგებში 30 ქულით ყველაზე შედეგიანი კავაი ლეონარდი გამოდგა. 26 ქულით დაასრულა შეხვედრა ლუ ვილიამსმა. 25 ქულა დააგროვა მონტრეზლ ჰარელმა.

ნიუ იორკი – მაიამი 124-121

ვაშინგტონი – იუტა 116-127

ბრუკლინი – ატლანტა 108-86

ტორონტო – სან ანტონიო 104-105

მემფისი – გოლდენ სტეიტი 122-102

ფინიქსი – შარლოტი 100-92