„ლოს ანჯელეს კლიპერსი“ რონდოს გადაბირებას შეეცდება
„ლოს ანჯელეს კლიპერსი“ რონდოს გადაბირებას შეეცდება

რაჟონ რონდომ მიმდინარე პლეი ოფში უმაღლესი კლასის კალათბურთი აჩვენა. ის ლებრონს და „ლეიკერსს“ ლარი ობრაიენის თასის დაუფლებაში ძალიან დაეხმარა. ამჟამად 34 წლის გამთამაშებელი თავისუფალი აგენტია. New York Times-ის ჟურნალისტი მარკ შტეინი იუწყება, რომ რონდოს გადაბირებით მეორე ლოსანჯელესური გრანდი, „კლიპერსი“ არის დაინტერესებული.

რონდოს მომდევნო სეზონზე სახელფასო ზღვარი $2.6 მილიონ დოლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში თუ „კლიპერსი“ მას ფინანსურად უკეთეს კონტრაქტს შესთავაზებს, შესაძლოა მომდევნო სეზონზე რონდო „კლიპერსში“ ვიხილოთ. თანაც გასათვალისწინებელია ერთი საინტერესო ფაქტი. რაჟონს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს „კლიპერსის“ ახალ მთავარ მწვრთნელ ტაირონ ლუსთან. შესაძლოა ამ ფაქტმაც გარკვეული როლი ითამაშოს.