„ლოს ანჯელეს კლიპერსი“ კავაი ლეონარდს ეპატიჟება
მიმდინარე ზაფხული ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისთვის (NBA) დიდი ცვლილებების პერიოდად უნდა იქცეს. სატრანსფერო სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სვლა უკვე განახორციელა „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“, რომელმაც ენტონი დევისი დაიმატა. მეორე ლოს ანჯელესური გუნდი „კლიპერსი“ კი აქტიურად ცდილობს ორგზის ჩემპიონისა და ფინალური სერიის „ემ ვი პის“ (MVP) კავაი ლეონარდის გადაბირებას. კალიფორნიაში ბილბორდიც კი გამოჩნდა, წარწერით „კავაი“.
Free agency around the corner? Must be billboard season in LA. pic.twitter.com/2MAVZ8Yvwx
— Andrew Greif (@AndrewGreif) June 24, 2019
როგორც ცნობილია, ლეონარდის გუნდში დატოვებას ასევე აქტიურად ცდილობს „ტორონტო რეპტორსი“. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამის შესახებ თავად კავაი, სავარაუდოდ, ივლისში გახდება ცნობილი.