ლორთქიფანიძეს „რეჯინასთან“ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია - სერია A-ში მისი თამაშის საკითხი მალე გაირკვევა #1TVSPORT
ლორთქიფანიძეს „რეჯინასთან“ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია - სერია A-ში მისი თამაშის საკითხი მალე გაირკვევა #1TVSPORT

„კრემონეზემ“, სადაც დაჩი ლორთქიფანიძე ირიცხება, „რეჯინასთან“ ამხანაგური შეხვედრა გამართა და ფრედ დაასრულა – 0:0.

„კრემონეზეს“ საწყის წუთებში ორჯერ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ გრასიმ და ფლორიანმა მეკარეს ვერ აჯობეს. თავის მხრივ „რეჯინამ“ პენალტი ვერ გამოიყენა.

ამით „კრემონეზემ“ შეკრება დაასრულა. გუნდი ვარჯიშს 11 აგვისტოს განაახლებს და „პალერმოსთან“ იტალიის თასის მერვედფინალური მატჩისთვის მოემზადება, რომელიც ახალ სეზონში მათი პირველი ოფიციალური თამაში იქნება.

დაჩი ლორთქიფანიძე „რეჯინასთან“ სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია. „კრემონეზე“ „პალერმოს“ 16 აგვისტოს უმასპინძლებს და მანამდე ცნობილი გახდება, 20 წლის ქართველი ნახევარმცველი კრემონელთა რიგებში ითამაშებს თუ სხვა გუნდში იჯარით გადავა.