ლორისი ზაფხულში „ტოტენჰემს“ დატოვებს #1TVSPORT
ლორისი ზაფხულში „ტოტენჰემს“ დატოვებს #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მეკარე უგო ლორისი დატოვებს „ტოტენჰემს“ კლუბში 11-წლიანი კარიერის შემდეგ.

გაზეთ L’Équipe-ის ინფორმაციით, ლორისი აპირებს, სეზონის დასრულების შემდეგ წავიდეს ლონდონური კლუბიდან. მისი კონტრაქტი „ტოტენჰემთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მაგრამ კლუბი საშუალებას მისცემს ლორისს განიხილოს კარიერის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტი.

აღნიშნავენ, რომ ფრანგი არ აპირებს კარიერის დასრულებას. ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ 36 წლის მეკარემ შეთავაზება მიიღო საუდის არაბეთიდან სამჯერ მაღალი ხელფასით. „ტოტენჰემში“ ის კვირაში დაახლოებით 100 ათას ფუნტს იღებს.

შეგახსენებთ, რომ ლორისი მაისის დასაწყისში მიღებული ტრავმის გამო სეზონის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან.