ლორის კარიუსმა ისევ კურიოზული გოლი გაუშვა (ვიდეო)
ლორის კარიუსმა ისევ კურიოზული გოლი გაუშვა (ვიდეო)

გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ანტიგმირმა, გერმანელმა მეკარე ლორის კარიუსმა მორიგი კურიოზული გოლი გაუშვა.

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, „ბეშიქთაშმა“ სტუმრად შვედეთში წააგო „მალმიოთან“. მასპინძლებმა ანგარიში ჯანერ ერქინის ავტოგოლის წყალობით გახსნეს, მაგრამ ეს ბურთი მთლიანად კარიუსის სინდისზეა.

ლორის კარიუსი „ლივერპულს“ იჯარით ჰყავს გაშვებული თურქულ კლუბში.