ლორის კარიუსი „ლივერპულში“ ბრუნდება
ლორის კარიუსი „ლივერპულში“ ბრუნდება

გერმანელმა მეკარე ლორის კარიუსმა „ბეშიქთაშთან“ კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა და „ლივერპულში“ ბრუნდება, იტყობინება თურქული ტელეკომპანია „ნტვ სპორი“ (NTV Spor).

წყაროს ინფორმაციით, მეკარე არ დათანხმდა 1.6 მილიონი ევროს ოდენობით ვალის დაბრუნების იმ გეგმას, რომელიც მას „ბეშიქთაშმა“ შესთავაზა და კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის უფლება გამოიყენა. თურქულ კლუბში კარიუსის ხელფასი წელიწადში 1.5 მილიონი ევრო უნდა ყოფილიყო, მაგრამ კლუბი მას ამ თანხას მთლიანად არ უხდიდა.

ლორის კარიუსი „ბეშიქთაშში“ იჯარით 2018 წლიდან თამაშობს, კონტრაქტით კი „ლივერპულს“ ეკუთვნის.