ლორიას ყაზახეთში იწვევენ - მას სხვა ვარიანტებიც გამოუჩნდა
ლორიას ყაზახეთში იწვევენ - მას სხვა ვარიანტებიც გამოუჩნდა

გიორგი ლორიას ყაზახეთში იწვევენ. საქართველოს ნაკრების მეკარით კოსტანაის „ტობოლია“ დაინტერესებული – ინფორმაციას SportX.kz. ავრცელებს.

ყაზახური გამოცემა იხსენებს, რომ 32 წლის მეკარით რამდენიმე წლის წინ ლონდონის “ჩელსი” იყო დაინტერესებული და ამტკიცებს, რომ კოსტანაიში სოლიდური ქართული დიასპორა იასპარეზებს – შეგახსენებთ, რომ გუნდთან კონტრაქტები საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და კიდევ ერთმა ნახევარმცველმა, ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა გაახანგრძლივეს.

ქართველი მეკარე ბოლოს სამარის „კრილია სოვეტოვში“ გამოდიოდა, მისი სატრანსფერო უფლებები კი მაჰაჩყალის „ანჟის“ ეკუთვნოდა. სამწუხაროდ, ქართველს რუსული კლუბი ცუდად მოექცა და შუა სეზონში, სექტემბერში კონტრაქტი გაუწყვიტა.

ამის მიუხედავად, უგუნდოდ დარჩენილი ლორია ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კარში შეუცვლელად იდგა და 6 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

პირველი არხის ინფორმაციით, ლორიას სხვა ვარიანტებიც გამოუჩნდა – მისი ახალი კლუბის საკითხი კი უახლოეს პერიოდში გადაწყდება.

დატოვე კომენტარი