ლორიას შეცდომა და ოქრიაშვილის გამოუყენებელი შანსი - ქეცბაიას „ანორთოსისმა“ მოგება ხელიდან გაუშვა [ვიდეო] #1TVSPORT
ლორიას შეცდომა და ოქრიაშვილის გამოუყენებელი შანსი - ქეცბაიას „ანორთოსისმა“ მოგება ხელიდან გაუშვა [ვიდეო] #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატში საჩემპიონო ექვსეულში მორიგი შეხვედრები გაიმართა. ქართველების გუნდებიდან წარმატებას მხოლოდ „აპოელმა“ მიაღწია.

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ გასვლაზე მესამეადგილოსანარისს“ შეხვდა და მოგების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ქულას დასჯერდა. მასპინძლებს მე-11 წუთზე უკრაინელი ლეგიონერი კვაშჩუკი გაუძევეს და მათ კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ქრისტოფმა მეკარეს ვერ აჯობა. ქართველი მწვრთნელის გუნდმა რიცხობრივი უპირატესობით მხოლოდ 53-ე წუთზე ისარგებლა და ამბარცუმიანის გოლით დაწინაურდა. მაგრამ კაცნაკლულმა მასპინძლებმა 88-ე წუთზე ბოგნარის საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინეს. სამწუხაროდ, ეს გიორგი ლორიას ბრალი იყო, რომელმაც ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა და ფრე 1:1.

აპოელმა“ შინ „პაფოსი“ 2:1 დაამარცხა. გიორგი ქვილითაიასა და მურთაზ დაუშვილს ტრავმების გამო არ უთამაშიათ. ძირითად შემადგენლობაში იყო თორნიკე ოქრიაშვილი, რომელსაც 28-ე წუთზე ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ ახლოდან დარტყმული მეკარემ აუღო. მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, ოქრიაშვილმა ბურთი ძელს მოარტყა და სტუმრები გადარჩნენ. „აპოელმა“ კი გამარჯვებას ბოლო წამებზე გადატანილი გოლით მიაღწია.

ქულები დაკარგა „აპოლონმაც“, რომელიც გასვლაზე ლარნაკაში აეკ-ს 90+7-ე წუთამდე 3:2-ს უგებდა, მაგრამ გოლი ბოლო წამზე გაუშვა და მატჩი 3:3 დასრულდა. რეზი ინჯგია „აპოლონის“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

27 ტურის შემდეგ „აპოლონი“ 51 ქულით პირველ ადგილზეა, მას 4 ქულით ჩამორჩება „აპოელი“, ხოლო თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ (44) მეოთხეზეა, მაგრამ მეორე ადგილზე გასვლის შანსს მაინც ინარჩუნებს, რაც ახალი ევროსეზონიდან კვიპროსულ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის უფლებას მისცემს.