ლორიას ჯილდო გადასცეს - მეკარე სანაკრებო სტატისტიკით ამაყობს
ლორიას ჯილდო გადასცეს - მეკარე სანაკრებო სტატისტიკით ამაყობს

გიორგი ლორიას კვიპროსის ფეხბურთელთა ასოციაციის დაწესებული ჯილდო გადასცეს – ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ გამოკიხვაში საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარემ გულშემატკივართა ყველაზე მეტი ხმა მიიღო და საუკეთესო ნახტომის (სეივის) პრიზი დაიმსახურა.

ლორიას პრიზი დაგვაინებით გადასცეს. 33 წლის გამოცდილ მეკარეს კვიპროსის ჩემპიონატის მე-2 ტურში სტუმრად „პაფოსთან“ კარგი თამაში და რაც მთავარია, ის ნახტომი დაუფასეს, რომლითაც გუნდი გოლისგან იხსნა და 3 ქულა შეუნარჩუნა – „ანორთოსისმა“ 1:0 მოიგო და ლორიამ ამაში დიდი როლი ითამაშა.

„უპირველესად, მადლობას ვუხდი კვიპროსის ფეხბურთელთა ასოციაციას, ეს პრიზი ტრადიციული რომ გახდა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებმაც ხმა მიმცეს. ასეთი აღიარება ძალიან სასიამოვნოა!“ – განაცხადა ლორიამ.

აღსანიშნავია, რომ გიორგიმ ოქტომბრის სანაკრებო მატჩებში ბელორუსის და ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ითამაშა და საქართველოს ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა 60 მატჩამდე დამრგვალა – გამოცდილმა მეკარემ სოციაურ ქსელში შესაბამისი პოსტი გამოაქვეყნა.

„60 თამაში საქართველოს ნაკრებში – დიდი გამოცდილება, დიდი პატივი, დიდი სიამაყეა“, – წერს ლორია.