ლორიას გამორჩეული მატჩი კვირპოსში - კაშია „სლოვანში“ საუკეთესო იყო #1TVSPORT
სლოვაკეთის ნიკელიგაში თორნიკე ძოწენიძემ შეუცვლელად ითამაშა „მიხალოვცეში“ „ბანსკა ბისტრიცასთან“ (1:0) მოგებულ შეხვედრაში და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა – 7,2 ქულა. ამავე ლიგაში გურამ კაშიას ბრატისლავის „სლოვანმა“ გასვლაზე „ტრენჩინთან“ ქულები დაკარგა (1:1). გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და სტუმრებში საუკეთესო შეფასება (7,3) დაიმსახურა.
სლოვაკეთის ჩემპიონატში ყოფილი თანაგუნდელების დაპირისპირება არ შედგა – ალექსანდრე ნარიმანიძეს არ უთამაშია „ჟილინაში“, რომელმაც შინ ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედასთან“ ფრედ 1:1 ითამაშა. კაპანაძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. კაპანაძეც და ნარიმანიძეც „იბერიიდან“ სლოვაკეთში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდნენ.
პოლონეთის ექსტრაკლასაში ევროსაგზურისთვის მებრძოლმა ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ ერთ-ერთ ლიდერს, „იაგელონიას“ საშინაო არენაზე უმასპინძლა და 2:2 ითამაშა. კაკაბააძემ შეუცვლელად ითამაშა.
კვიპროსის ჩემპიონატში გიორგი ლორია ბევრს ეცადა „არადიპუსთვის“ „ახნასთან“ საშინაო შეხვედრაში მორიგი მარცხი აერიდებინა და საბოლოოდ ეს მოახერხა – 2:2. თამაშის მსვლელობისას გამოცდილ ქართველ მეკარეს შვიდი მოგერიება ჰქონდა და გუნდი არაერთხელ იხსნა გოლისგან.