ლორიას დიაგნოზი ჯერ უცნობია - გიორგი „ანორთოსისს“ კვიპროსის თასზე ვერ დაეხმრება #1TVSPORT
ლორიას დიაგნოზი ჯერ უცნობია - გიორგი „ანორთოსისს“ კვიპროსის თასზე ვერ დაეხმრება #1TVSPORT

„ანორთოსისის“ მეკარე, გიორგი ლორია „ნეა სალამინასთან“ დაშავდა და სავარაუდოდ, გუნდს შემდეგ შეხვედრაში კვიპროსის თასზე ვერ დაეხმარება.

ქართველ მეკარეს ეს მატჩის მიწურულს, 78-ე წუთზე შეემთხვა. საჯარიმოს შესრულებისას გიორგი კარიდან გამოვიდა და ბურთის მოგერიებას ცდილობდა, როდესაც ბარძაყის არეში ტკივილი იგრძნო და მოედანზე დაეცა.

როგორც გუნდის პრესსპიკერმა, დიმიტრი ქრისტოფორუმ მედიასთან თქვა, ჯერ არ დაზუსტებულა, ზუსტად რა სახის პრობლემა აქვს გუნდის მეკარეს და კაპიტანს. თუმცა დარწმუნებით თქვა, რომ სამწვრთნელო სტაფი ლორიას გარკვეული დროით ვერ ათამაშებს.

„ანორთოსისში“ ყველას იმედი გვაქვს, რომ ეს პერიოდი ხანმოკლე იქნება და გიორგი სწრაფად დაუბრუნდება გუნდს“, – განაცხადა დიმიტრი ქრისტოფორუმ.

„ანართოსისი“ შემდეგ შეხვედრას 16 თებერვალს გამართავს. ფამაგუსტას გუნდი გასვლაზე ნიქოზიაში „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრება.