ლორიას „არადიპუმ“ რვა მოთამაშით დარჩენილი „პარალიმნი“ დაამარცხა, ქვილითაია ტრავმის შემდეგ დაბრუნდა #1TVSPORT
არადიპუს „ომონიამ“, სადაც გიორგი ლორია თამაშობს, ახალი წლის პირველ შეხვედრაში ზურაბ მუსელიანის „პარალიმნის“ უმასპინძლა და რვა მოთამაშით დარჩენილი მეტოქე 2:0 დაამარცხა.
კვიპროსის სუპერლიგის მე-17 ტურში საქართველოს ნაკრების გამოცდილი მეკარე გიორგი ლორია მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და გუნდი მოედანზე კაპიტნის რანგში გაიყვანა. ხოლო ზურაბ მუსელიანი, რომელიც „პარალიმნიში“ ორიოდე დღის წინ ჩაირიცხა, სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა.
შეხვედრა სტუმრებისთვის ურთულესი გამოდგა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ამსპინძლები 48-ე წუთზე ჰაველკამ დააწინაურა, ხოლო 73-ე წუთზე „პარალიმნის“ ფეხბურთელი ადელეიე მოედნიდან გააძევეს. ამის მიუხედავად, გუნდმა იბრძოლა და 90-ე წუთზე გაიტანა.
მაგრამ ვიდეორეფერიმ გოლი არ ჩაითვალა, სტუმართა ორი მოთამაშე ჰოოგენჰუტი და კრაინცი კი მოედნიდან გააძევეს. 90+16-ე წუთზე კი კუცაკოსმა სტუმრებს მეორე გოლი გაუტანა. ამ მოგებით „არადიპუ“ მე-10 ადგილზე დაწინაურდა და „პარალიმნის“ (მე-12 ადგილი) ოთხი ქულით გადაასწრო.
„არისი“ სტუმრად „აპოლონს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა. „არისის“ შემადგენლობაში ტრავმის შემდეგ დაბრუნებული გიორგი ქვილითაია სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, თუმცა ამჯერად გოლის გატანა ვერ მოახერხა.