ლორიას „ანორთოსისი“ თასის მერვედფინალშია #1TVSPORT
ლორიას „ანორთოსისი“ თასის მერვედფინალშია #1TVSPORT

„ანორთოსისმა“ კვიპროსის თასის 1/16-ფინალში „პაეკთან“ გასვლაზე ითამაშა და დიდი ანგარიშით, 4:1 მოიგო, მაგრამ ქართველ ფეხბურთელებს ფამაგუსტელთა წარმატებაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

„ანორთოსისის“ მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ამჯერად დაასვენა გუნდის მთავარი მეკარე გიორგი ლორია, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს. ასევე მოედანზე არ გასულა ავთო ებრალიძე – ქართელი თავდამსხმელი ტრავმირებულია და „ანორთოსისს“ ბოლო შეხვედრებში ვერ ეხმარება.

ფამაგუსტას გუნდი პირველივე წუთებიდან დიდ უპირატესობას ფლობდა, შესვენებამდე მინიმალური ანგარიშით დაწინაურდა, მეორე ტაიმში კი მასპინძლებს კიდევ სამი გოლი გაუტანა. ჰეთ-თრიქი შეასრულა ფერეირამ (45, 55, 72), ერთი გოლი რადონიჩმა (67) გაიტანა, ხოლო „პაეკიდან“ თავი ოკარიდისმა (80) გამოიჩინა.

„ანორთოსისი“ კვიპროსის თასის 1/8-ფინალში „პარალიმნის“ საკუთარ მოედანზე მიიღებს, ქართული სამეულის (დვალი, დაუშვილი, ქვილითაია) „აპოელი“ – „არისს“, ლევან ხარაბაძის „პაფოსი“ „ხლორაკას“ დაუპირისპირდება, ხოლო რეზი ინჯგიას „დოქსა“ – „ახნასს“.