ლორიამ კონფერენს ლიგაზე კარი მშრალად შეინახა - „ანორთოსისმა“ ისრაელში ფრედ ითამამა [ვიდეო] #1TVSPORT
ლორიამ კონფერენს ლიგაზე კარი მშრალად შეინახა - „ანორთოსისმა“ ისრაელში ფრედ ითამამა [ვიდეო] #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმაკონფერენს ლიგის პლეიოფის პირველი შეხვედრა ისრაელში ბეერ-შევას „ჰაპოელთან“ ფრედ დაასრულა.

თემურ ქეცბაიამ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა გიორგი ლორია, რომელიც მატჩის გმირი გახდა. თავიდან „ანორთოსისი“ უკეთ თამაშობდა და რიტმს აკონტროლებდა, მაგრამ მერე მასპინძლებმა პრესინგით თამაში კვიპროსული გუნდის ნახევარზე გადაიტანეს და გიორგი ლორიას ბევრი საქმე გაუჩნდა.

30-ე და 38-ე წუთებზე ბეერ-შევას გუნდმა ანგარიშის გახსნის ორი შესანიშნავი შესაძლებლობა დაკარგა. პირველი შეტევა ფლანგიდან განვითარდა და ლორიამ ვითარება განმუხტა. 38-ე წუთზე კი სახიფათო საჯარიმო დარტყმა მოიგერია და ქართველი კიპერის შთამბეჭდავი თამაშით „ანორთოსისმა“ კარი მშრალად შეინახა. 52-ე წუთზე გიორგის კიდევ ერთხელ მოუხდა საქმეში ჩართვა და ძლიერ დარტყმას ამჯერადაც თავი გაართვა, 89-ე წუთზე კი დროის გაყვანისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

საბოლოოდ, მატჩში 0:0 დასრულდა და „ანორთოსისს“ პირველი თამაშის შემდეგ უეფა-ს კონფერენციათა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის მშვენიერი შანსი გაუჩნდა. განმეორებითი მატჩი ერთი კვირის შემდეგ, 26 აგვისტოს კვიპროსში გაიმართება.