ლორიამ „ანორთოსისი“ გადაარჩინა, ქვილითაიას პენალტი არ დაუდეს [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველი ლეგიონერების უმრავლესობამ ითამაშა კვიპროსის ჩემპიონატში, სადაც მე-3 ტურის მატჩები გაიმართა.

პაფოსმა“ გასვლაზე „ჩიორაკა“ გაანადგურა – 0:4. ლევან ხარაბაძე სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ჰენგ ბერგმა მხოლოდ მაშინ შეუშვა, როდესაც შეხვედრის ბედი გარკვეული იყო – ეს 90+1-ე წუთზე მოხდა.

აპოელმა“ საშინაო მატჩი მოულოდნელად „არისთან“ 0:1 დათმო. ბუბა დაუშვილი სათადარიგოებში დარჩა, გიორგი ქვილითაია კი მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა. დამატებულ დროში გიორგი პენალტის დანიშვნას ითხოვდა, მაგრამ არბიტრმა თამაში გააგრძელა და „აპოელს“ ანგარიშის გათანარების შანსი არ მისცა.

ანორთოსისმა“ გასვლითი მატჩი მოუგო „კარმიოტისას“ – 0:2. გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე (72-ე წუთზე შეცვალეს) სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ლორიამ ორიოდე ეპიზოდში გუნდი გოლისგან გადაარჩინა, ებრალიძეს კი 67-ე წუთზე ძლიერი დარტყმის მიუხედავად, მეკარემ არ გაატანინა.

დოქსამ“ გასვლითი მატჩში „პარალიმნის“ 1:2 სძლია. რეზი ინჯგია სტუმართა სათადარიგოებში დარჩა.