ლორია ვაისს დაემშვიდობა - დიდი მადლობა ამ ხუთი წლისთვის
ლორია ვაისს დაემშვიდობა - დიდი მადლობა ამ ხუთი წლისთვის

მეკარე გიორგი ლორია ვლადიმირ ვაისს „ინსტაგრამის“ პოსტის საშუალებით დაემშვიდობა – „ჯვაროსნების“ მეკარემ ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს ხუთწლაინი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა იმ 5 წლისთვის, რომელიც ერთად გავატარეთ. სამწუხაროდ, ჩვენ რეალობად ვერ ვაქციეთ ოცნება, რომელსაც ყველა ველოდით. მაგრამ ერთად მუშაობის პროცესში ჩვენ გავიზიარეთ ბევრი სიხარული და ბედნიერი მომენტი. ცხოვრება გრძელდება! გისურვებთ დიდ წარმატებას თქვენს საქმიანობაში. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში დიდ გამარჯვებას მიაღწევთ“, – წერს გიორგი ლორია.

გიორგი ლორია საქართველოს ნაკრების კარში 2008 წლიდან დგას. პირველად ნაკრების მაისური 2008 წლის 27 მაისს, ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში მოირგო, რომელიც ტალინის „ა ლე კოკ არენაზე“ გაიმართა.

სულ ლორიამ ეროვნული გუნდის ფორმა 61-ჯერ მოირგო. ის შეუცვლელი მეკარე გახდა სწორედ ვლადიმირ ვაისის მწვრთნელობის პერიოდში – სლოვაკლმა სპეცილისტმა საქართველოს ნაკრებში 5 წლის განმავლობაში იმუშავა და 2016 წლის მარტიდან მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 47 მატჩი ჩაატარა – ამ მატჩების აბსოლუტურ უმრავლესობაში კარში სწორედ ლორია იდგა.