ლორია საუკეთესოთა სამეულშია - ქართველ მეკარეს მოგერიებაც დაუფასეს #1TVSPORT
ლორია საუკეთესოთა სამეულშია - ქართველ მეკარეს მოგერიებაც დაუფასეს #1TVSPORT

გიორგი ქვილითაია კვიპროსის ფეხბურთელთა კავშირის წლის ტრადიციულ საღამოზე დააჯილდოვეს – საქართველოს ნაკრებისა და „ანორთოსისის“ მეკარე კომპანია Stoiximan-მა საუკეთესო სეივების კატეგორიაში დააჯილდოვა.

შედეგები კვირპოსის ფეხბურთელთა პროფესიული კავშირის ორგანიზებულ სეზონის ტრადიციულ დაჯილდოებაზე გამოცხადდა. მოგერიება, რომელიც ქართველმა მეკარემ კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში „ომონიასთან“ განახორციელა გამოარჩიეს. რეგულარულ სეზონში საუკეთესოდ ვანა ალვესის სეივი დაასახელეს (არისი – დოქსა, მე-17 ტური), მეორეზე კი ალექსანდრე იოვანოვიჩი (აპოლონი – აელ-ი, მე-15 ტური) გავიდა.

ფეხბურთელთა პროფკავშირის გამოკითხვაში, რომელშიც გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები მონაწილეობდნენ, ლორია კვირპოსის ჩემპიონატის წლის სიმბოლური ნაკრების კანდიდატებშიც დაასახელეს. მაგრამ საბოლოოდ, მთავარი ჯილდო „აპოლონის“ კიპერს, ალექსანდრ იოვანოვიჩს გადაეცა, ქართველი კიპერი კი სამეულში მოხვდა.

აქვე ვიტყვით, რომ წლის საუკეთესო მოთამაშედ ამრ ვარდა აღიარეს, რომელიც თემურ ქეცბაიამ სეზონის დაწყებამდე „ანორთოსისში“ მიიწვია. შეგახსენებთ, რომ კვიპროსის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ ნაკრებში „აპოელის“ ქართველი თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია დაასახელეს, რომელიც რეგულარული ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.