ლორია მორიგ ჯილდოს მიიღებს - გიორგის ტურის სეივი დაუფასდა #1TVSPORT
ლორია მორიგ ჯილდოს მიიღებს - გიორგის ტურის სეივი დაუფასდა #1TVSPORT

გიორგი ლორია კვიპროსის სუპერლიგის მე-8 ტურში ჩემპიონატის Stoiximan Top Save-ის ჯილდოს მფლობელი გახდა, – ინფორმაციას კვიპროსის ფეხბურთელთა პროფესიული კავშირის (PASP) ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომელიც გამოკითხვას ატარებს.

ხმის მიცემა კვიპროსის ფეხბურთელთა პროფესიული კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა. გამოკითხვაში საქართველოს ნაკრებისა და „ანორთოსისის“ მეკარემ ყველაზე ლამაზად მოგერიებული ბურთისთვის გულშემატკივართა 40 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა და პრიზს მალე ჩაიბარებს.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში „ანორთოსისმა“ გასვლაზე ნიქოზიას „ომონია“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. ამ დღეს ფამაგუსტას კლუბისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ის იყო, რომ თემურ ქეცბაიას გუნდმა კვიპროსის მოქმედი ჩემპიონი ბოლო სამ წელიწადში გასვლაზე პირველად დაამარცხა. მანამდე 14 შეხვედრაში „ანორთოსისი“კარის „მშრალად“ შენახვას ვერ ახერხებდა. ეს პირველად მე-15 მატჩში შეძლო, რაც გიორგი ლორიას დამსახურება იყო – საქართველოს ნაკრების გამოცდილმა მეკარემ გამორჩეული მატჩი ჩაატარა და ფამაგუსტელები სამჯერ აშკარა გოლისგან იხსნა, ჯილდოს კი ერთ-ერთი ამ სეივისთვის მიიღებს.