ლორია, კიტეიშვილი და ქვილითაია გულშემატკივრებს მოუწოდებენ - შეუერთდით „დინამოს“ აქციას და ერთად დავეხმაროთ უკრაინელ მეგობრებს #1TVSPORT
ლორია, კიტეიშვილი და ქვილითაია გულშემატკივრებს მოუწოდებენ - შეუერთდით „დინამოს“ აქციას და ერთად დავეხმაროთ უკრაინელ მეგობრებს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-4 ტურში „დინამო თბილისი“ გორის „დილას“ უმასპინძლებს. შეხვედრა 14 მარტს „დინამო-არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

ცნობილია, რომ მატჩის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის დახმარების ფონდში. ამას გარდა, აღნიშნული სოციალური აქტივობისთვის დამატებით სახსრებს „დინამოს“ კაპიტნის ფონდიც უზრუნველყოფს.

ამასთან დაკავშირებით, გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრების იმ წევრემა მიმართეს, რომლებიც წლების წინ „დინამო თბილისის“ ლიდერები იყვნენ.

გიორგი ლორია: „დინამო თბილისის“ ინიციატივით, გორის „დილასთან“ გასამართი მატჩის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება. მოგიწოდებთ ყველას, შეუერთდეთ ამ ინიციატივას და ერთად დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს“.

ოთარ კიტეიშვილი: „მინდა გამოვეხმაურო „დინამოს“ კამპანიას უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. მოგიწოდებთ ყველას, ჩავერთოთ ამ კამპანიაში – ჩვენ მეგობარ ქვეყანას ახლა, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ჩვენი დახმარება“.

გიორგი ქვილითაია: „უკრაინაში არსებული ვითარებდიან გამომდინარე, თითოეული ჩვენთაგანის მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ მოგიწოდებთ, შეუერთდეთ „დინამოს“ ინიციატივას“.

აქვე ვიტყვით, რომ გულშემატკივრებს მიმართეს „დინამო თბილისის“ უკრაინელმა ლეგიონერმა სტანისლავ ბილენკიმ და გუნდის კაპიტანმა გიორგი პაპავამ.