ლორია „ინსტატ-ინდექსმაც“ გამოარჩია - „ანორთოსისის“ მეკარე საუკეთესოებშია
ლორია „ინსტატ-ინდექსმაც“ გამოარჩია - „ანორთოსისის“ მეკარე საუკეთესოებშია

გიორგი ლორია „ინსტატ-ინდექსმა“ გამაორჩია – საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარე საერთაშორისო სპორტული ანალიტიკური კომპანია „ინსტატ-ინდექსის“ მონაცემებზე დაყრდნობით კვიპროსის სუპერლიგის საუკეთესო მეკარეებში დაასახელეს.

მონაცემები კვიპროსის ფეხბურთელთა ასოციაციამ გამოაქვეყნა, რომელმაც „ინსტატ-ინდექსის“ მონაცემებით საუკეთესოები სხვადასხვა სტატისტიკურ კატეგორიაში გამოავლინა, საქართველოს ნაკრების მეკარე კი ექვს ნომინაციაში მოხვდა.

რაც მთავარია, გიორგი ლორია ყველა მონაცემების გათვალისწინებით საუკეთესოთა სამეულშია. ტოპ-მეკარეთა რეიტინგში ლორიამ 241 ქულა დააგროვა და მხოლოდ ქულით ჩამორჩა „ენოსისისა“ და ისრაელის ნაკრების კიპერ ბორის კლეიმანსა და აეკ-ის ესპანელ მეკარე ტონი როდრიგესს (242).

ამავე დროს, გიორგი ორ ნომინაციაში პირველზე გავიდა – ყველაზე ნაკლები ბურთი გაუშვა და ყველაზე მეტი შეხვედრა დაასრულა უგოლოდ – 11 მატჩი.